პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე "დღის კურიერის" ეთერში 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში სწორედ ეს წერია.
სერგი კაპანაძის თქმით, რეზოლუციაში ხაზგასმით მითითებულია, რომ საუბარია პოლიტიზირებულ საქმეებზე, რომლის ნაწილიც ხელისუფლების მიერ სრულად უნდა ყოფილიყო შესრულებული.
"8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე როდესაც არის საუბარი, პირდაპირ არის მითითებული, რომ ეხება პოლიტიზირებულ საქმეებს. იქვე არის გამოთქმული კმაყოფილება იმით, რომ გათავისუფლებულ იქნა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტის მიერ და მერე არის საუბარი, რომ დანარჩენიც უნდა შესრულდესო. ახლა ეგ პრეტენზია, იპოზიციასთან რომ არ არის, ხომ კარგად გესმით, ხელისუფლებასთან არის. რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელმა, ერთმა მაინც ახსენა, რომ ეგ წერია მაგ რეზოლუციაში? არ ახსენა ხო?! ამაზეა საუბარი.
ანუ ჩვენი მეგობრები ძალიან კარგად ხედავენ ჩვენთან რა არის პრობლემა, რომ ჩვენთან პრობლემა არის პოლიტიზირებული სასამართლო, პოლიტპატიმრები, არჩევნების წინ ძალადობა-მოსყიდვა, რაც პირდაპირ არის ჩაწერილი რეზოლუციაში, ღიად. რაიმე დამალული კი არ არის.
რამდენიმე მუხლი, თუ არ ვცდები მე-8, მე-11, მე-12 მუხლები ამას ეხება პირდაპირ, ოღონდ ეს გამოტოვეს. დიდი ზარ-ზეიმი ჰქონდათ, რომ აი, რა მაგარი რეზოლუცია მიიღეს და მხარი დაგვიჭირესო," - აცხადებს სერგი კაპანაძე.