17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ფეიკ ნიუსებზე" ივანიშვილის პუტინისტური პროპაგანდისტული მანქანა იგულისხმება - თინათინ ბოკუჩავა რეზოლუციის ტექსტზე

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც წერია, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს ხალხზე, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე თავდასხმისგან სოციალური მედიის გამოყენებით, ხომ არ უკავშირდება "ფეისბუკის" მიერ, გარკვეული გვერდების დახურვას, მათ შორის იმ გვერდების, რომელზეც ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყოფილიყვნენ დაკავშირებულები - ამაზე პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ მათი პარტია უსახსრობის გამო ძალიან ცოტა რამეს ასპონსორებს და რეზოლუციაში, შესაბამისად, არა მათზე, არამედ მმართველ პარტიაზე იყო საუბარი. 

"ჩვენ ძალიან ცოტა რამეს ვასპონსორებთ, რადგან ფაქტობრივად, ამის სახსრები არ გვაქვს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ბღუჯა-ბღუჯა იღებდნენ ქართველი ხალხისგან ფულს და მერე ასხამენ იმ პროპაგანდისტულ მანქანაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს. ჩვენი და აბსოლუტურად ყველა პარტია უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრზე თანაბრად მოთამაშე. "ფეიკ ნიუსებზე" როდესაც არის საუბარი, აქ ივანიშვილის პუტინისტურის პროპაგანდისტული მანქანა იგულისხმება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეზოლუციაში საუბარია ძალადობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიზირებაზე ივანიშვილის მიერ," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

დღის ამბები