17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი შეუქცევადია - დავით ზალკალიანი ევროპარლამენტმის რეზოლუციაზე

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტმის მიერ მიღებული ანგარიშის შეფასებისას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების წარმატებულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ აღიარებს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით ცალსახად მხარდაჭერილია.

"ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ისე საგარეო პოლიტიკის სწორი კურსით. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი არის შეუქცევადი.

ის, რომ აღიარებული არის საქართველოს ევროპული ასპირაცია - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული უსაფრთხოების სიტუაციასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული აქცენტები არის გაკეთებული და ცალსახად მხარდაჭერილი საქართველოს არაღიარება, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები