17 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ღონისძიებების ორგანიზატორ, ე.წ. ივენთ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიით გამოწვეული პრობლემები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში . ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ

დღის ამბები