17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ამომრჩევლის განწყობა არჩევნებამდე 6 კვირით ადრე - IRI-ის კვლევის შედეგებს საარჩევნო სუბიექტების დიდი ნაწილი არ იზიარებს

არჩევნებამდე 6 კვირით ადრე ამომრჩევლის განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქვეყნებს. IRI-ს კვლევით:
მმართველ პარტიას ყოფილ სახელისუფლებო პარტიაზე ორჯერ მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები კი, ხუთ პროცენტს ვერ ცდებიან.

კვლევის შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ სპექტრში მალევე გამოიწვია. ნაწილი, მათ შორის, მმართველი პარტია მონაცემებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

პარტიების ნაწილისთვის IRI-ის კვლევა ნახევარფაბრიკატია, ნაწილისთვის უზნეობისა და სიყალბის ზეიმი, ნაწილი კი, ჯამური ოპოზიციური რეიტინგით იმშვიდებს თავს.

​რეიტინგების გარდა, კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთა: 56% თვლის, რომ ქვეყანაში ეფექტური ალტერნატივა არ არის.

ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად კვლევის მიხედვით, კვლავ კორონავირუსთან ბრძოლა რჩება.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა პარტიამ კვლევა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. საველე სამუშაოები IPM-მა ჩაატარა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება კი ავტორების თქმით, 2.5%-ია.

დღის ამბები