17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"გადავარჩინოთ ტურიზმი" - საზღვრების გახსნისა და ავიამიმოსვლის აღდგენის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია გაიმართა

"გადავარჩინოთ ტურიზმი" - ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები საზღვრების გახსნასა და ავიამიმოსვლის რეგულარულ აღდგენას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილები იყვნენ გიდები, გადამზიდავი კომპანიის და სხვადასხვა ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები.

დღის ამბები