პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის გოგი წულაიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
ექიმების გადაწყვეტილებით, მას ჯერჯერობით ოპერაცია არ ჩაუტარდება და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე დარჩება.
კარდიოქირურგ ლევან ქარიზანაშვილის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"დღეს შედგა კონსილიუმი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მწვავე ფაზაში ოპერაციის გაკეთებისგან თავი შევიკავეთ. ერთ კვირაში შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა გადაწყდება, ქირურგიული ჩარევა კი აუცილებელი იქნება,"-განაცხადა ლევან ქარიზანაშვილმა.