17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
გამარჯვების ფორმულის განმსაზღვრელი ინდივიდუალური დამოკიდებულებები არ უნდა იყოს - თინა ბოკუჩავა ნიკა მელიას განცხადებაზე

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს გაემიჯნა - გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის  განცხადებას, მისსავე გუნდში აფასებენ. პარტიის მდივნის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გამარჯვების ფორმულის განმსაზღვრელი ინდივიდუალური დამოკიდებულებები არ უნდა იყოს.

"თავად ვანო მერაბიშვილის გადასაწყვეტია, თუ როგორ აპირებს ის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. რამდენადაც ამ ეტაპზე, მისი საჯარო განცხადებებიდან ჩანს, ის არ აპირებს აქტიურად იყოს ჩართული როგორც საარჩევნო კანდიდატი, საპარლამენტო არჩევნებში. ჩემი აზრით, გამარჯვების ფორმულის განმსაზღვრელი ინდივიდუალური დამოკიდებულებები კი არ უნდა იყოს, არამედ გუნდური მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა. 

მელიამ განცხადება "TV პირველის" ეთერში გააკეთა. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ამბობს, რომ ბევრი რამ, ანტიკონსტიტუციური იყო. მთავარ შეცდომად კი ის გირგვლიანის საქმეს ასახელებს.

დღის ამბები