რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურენენ თბილისში. პოლიტიკოსები ძირითად აქცენტს ინტერვიუს იმ ნაწილზე აკეთებენ, სადაც მან რუსეტთან ურთიერთობის მომხრე პარტიები ახსენა.
"პრობლემა არის არა პატარა პარტიები ამ თვალსაზრისით, არამედ დიდი, პარტია არ შეიძლება ამას ერქვას, დიდი ჯგუფი, პოლიტიკური კლოუნების ივანიშვილის გარშემო, რომელსაც არ სურს არაფრის შეცვლა და უნდა დაგვტოვოს დამოკიდებული რუსეთის საფრთხეებზე. გვყავს დიდი ჯგუფი, რომელიც მთელ ქვეყანაში აკონტროლებს ყველა შტოს, ერთი კაცი და მისი გარემოცვა, რომლის მოქმედებებიც ჩვენ გვხდის ეკონომიკურად, უსაფრთოების სფეროში და პოლიტიკურად ბევრად უფრო დაუცველს, რუსეთთან მიმართბაში,"-აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
"ლავროვის განცხადება არის სასაცილო, იმიტომ რომ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, აუცილებელია რუსეთმა გადაგას ის ნაბიჯები, რაც გათვალისწინებულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და რაც ემყარება საერთშორისო სამართალს. როგორც ჩანს და ლავროვი და ის პარტიები, ვისი იმედიც აქვს ლავროვს, თავიაანთ ნარატივში აძლიერებენ ერთმანეთშ, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას ჩვენ ამბიციურ გეგმებზე. კომუნისტების და ბოლშევიკების შემდეგ, ყველაზე მეტი რუსუსლი საქმე საქართველოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ბერაია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობების შესახებ ტელეკომპანია "RTVI-სთან-ს" ეთერში, თინა კანდელაკთან ისაუბრა. სერგეი ლავროვის განცახდებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა ინტერვიუს დროს გავრილოვის ვიზიტი და 18 ივნისის ღამეც გაიხსენა და თქვა, რომ არა მაშინელი ინციდენტი, მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის, ერთი წლის წინ უკვე მზად იყო.