17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
რომან გოცირიძე და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ კონტექსტში უხერხულ ასოციაციებს იწვევს - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ოპოზიციის წევრების ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას, ასევე დაკარგულ სამუშაო ადგილებს ეხება.

მინისტრი ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმ გლობალურ პრობლემას უკავშირდება, რომლის წინაშეც დღეს მთელო მსოფლიო დგას. თუმცა, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს, ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილთან შედარებით მცირე ეკონომიკური ვარდნა აქვს და ოპოზიციის წევრები დღეს თავის განცხადებებში არაკომპეტენტურები იყვნენ.

აქვე, ნათია თურნავა რომან გოცირიძის შეფასებაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის " წევრმა აღნიშნა, რომ "გაუფასურდა ლარი, გაუფასურდა ნათია თურნავაც.“

"ჩაფლავებული თუკი რამე დავინახეთ დღეს ჩვენ, ეს იყო ოპოზიციის დღევანდელი გეგმა, რომ თეთრზე ეთქვათ შავი და ციფრების მანიპულაციით და ტყუილით ჩრდილი მიეყენებინათ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის პანდემიური და ეკონომიკური პოლიტიკისთვის. ეს ნამდვილად ჩაფლავდა და ამიტომ ვხედავთ ახლა რომ თავის მართლების რეჟიმში არიან გადასულები, იმიტომ რომ საკმარისია ელემენტარულად, დათვალო მათი შემოთავაზების უკან რა დგას და მეხსიერება გაგაჩნდეს, თვითონ რას აკეთებდნენ ანალოგიურ ვითარებაში, რომ რა თქმა უნდა, მათი ყველა არგუმენტი უფასურდება.

რაც შეეხება ბატონ რომანს, მართლაც ჩემი ლექტორი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამიტომ  მე ძალიან არ განვავრცობ ჩემს კომენტარს, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ბატონი რომანი გოცირიძე და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთად, ერთ კონტექსტში უხერხულ ასოციაციებს იწვევს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები