არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წინ მოშიმშილე პატიმრების მშობლებს შეხვდა. სპიკერმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა. მისი განცხადებით, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.