17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ოთარ კახიძე ხელისუფლებას ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას მოუწოდებს

ოპოზიცის მხარდამჭერ ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებულ თავდასხმას "ევროპული საქართველო" გამოეხმაურა. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, წლებია ხელისუფლება ახალისებს ოპოზიციასა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ძალადობას.

მისი განცხადებით, დაუსჯელი არიან ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ოპოზიციის წევრებს. ოთარ კახიძე მმართველ ძალას მოუწოდებს, რომ დროულად იყოს გამოძიებული აღნიშნული საქმე.

დღის ამბები