17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ლევან თარხნიშვილი "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გორი-კასპის ოლქში წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზე ისაუბრა.

ლევან თარხნიშვილმა ამ დროისთვის 3 პრობლემური საკითხი დაასახელა: პლაკატების ჩამოხევა, ე.წ. " უფასო წამლების" აქციაში ადამიანების შერჩევით ჩართვა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ააიპ-ების თანამშრომლების გამოყენება აგიტატორებად.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

დღის ამბები