17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
მხოლოდ მე შემიძლია უკანონო ბორდერიზაციის შეჩერება და მავთულხლართები აღებული იყოს ქვეყნის ტერიტორიიდან - ნინო ბურჯანაძე 

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში ოკუპანტების მიერ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მხოლოდ მის გუნდს შეუძლია არსებული პრობლემის გადაჭრა, რადგან მხოლოდ მას აქვს ამის ძალა და შესაბამისი გამოცდილება. 

"ის, რომ სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული, ის, რომ მიმდინარეობს ბოძების მონტაჟი და მავთულხლართების გაბმა, ამაზე ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ სიტყვა არ დაუძრავს. მხოლოდ მე მაქვს ძალა და გამოცდილება, რომ მესმოდეს, რომ ეს არ არის მეორე ხარისხოვანი პრობლემა და არა მხოლოდ მესმოდეს, არამედ შემიძლია რომ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს და შემდგომ ეტაპებზე უკვე ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მავთულხლართები ქვეყნის ტერიტორიიდან აღებული იყოს,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

დღის ამბები