გლდანულაში, სკვერში შეკრებილი "ლეობორისტული პარტიის" წევრები ამტკიცებენ, რომ რეაბილიტირებულ პარკში "ქართულმა ოცნებამ" პარტიის დროშები განათავსა.
"ლეიბორისტებმა" დროშები ჩამოხსნეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც თავად ინციდენტის მონაწილეები აცხადებენ, გარჩევაში ე.წ. ქუჩის ავტორიტეტები მონაწილეობდნენ. "ლეიბორისტების" თქმით, პოლიციამ არ მოახდინა რეაგირებდა, ვიდრე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ გადაიზარდა.
დაკითხვაზე სამი ადგილობრივი და "ლეიბორისტული პარტიის" ორი წევრი გადაიყვანეს.