ნინო ბურჯანაძე მუხიანის დასახლებაში ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობამ "ერთიანი საქართველოს" ლიდერს საკუთარი პრობლემები გააცნო.
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, დასაქმება, საზღვარგარეთ სამსახურის საძიებლად წასული მოქალაქეები - ეს იყო მთავარი თემები, რაზეც ამომრჩევლებმა ისაუბრეს.
ნინო ბურჯანაძემ მოქალაქეებს განუმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია მათ აქტივობა არჩევნებზე.