17 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ავანტიურისტ და კრიმინალ სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივები ვერ გასცდება საქართველოს საპატიმროს - დავით მათიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციას ვერ ხედავს, "ქართულ ოცნებაშიც" უპასუხეს.

მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კოალიცია მართლაც არ იქნება, რადგან "ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ხოლო სააკაშვილის პერსპექტივა მხოლოდ ციხეა. 

"ავანტიურისტ და კრიმინალ სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივები ვერ გასცდება საქართველოს საპატიმროს. ის თუ კვლავ მოიტყუება და არ ჩამოვა საქართველოში, მოვა დრო, და მას ჩამოაბრძანებენ და მიაბრძანებენ საქართველოს ციხეში. შესაბამისად, ყველა მისი განმარტება და მოსაზრება არის ბოდიალი და ბოდვა, ამ კუთხით.

რაც შეეხება, ზოგადად, საქართველოში სიტუაციას - რა თქმა უნდა, არანაირი კოალიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არ იქნება, რადგან ქართული ოცნება “-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები