17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
პეიზაჟების ფონზე მოსეირნე ხელმოცარული პოლიტიკოსის მორიგი ვიდეოდრამა - რატი იონათამიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას "ხელმოცარული პოლიტიკოსის მორიგი ვიდეოდრამა" უწოდა. 

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ის არჩევანი, რაზეც სააკაშვილი საუბრობს, 2012 წელს უკვე გააკეთა და ახლაც იმავეს იზამს. 

"პეიზაჟების ფონზე მოსეირნე ხელმოცარული პოლიტიკოსის მორიგი ვიდეოდრამა ვნახეთ, რითაც სინამდვილეში მან კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია. მან დასვა საკითხი ასე რომ, ან მოიგებს ნაციონალური მოძრაობა და ან დაიღუპება საქართველო. ამ გამოწვევას ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 212 წელს უკვე გასცა საკადრისი პასუხი, რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება, რაც დასრულდება იმ შედეგით, რომ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და საქართველო, ხოლო სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს ძალიან მწარე მარცხს,“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები