სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესების დროს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აპარატი მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.