რატომ ვერ შედგა ოპოზიციის ერთიანობა - "ევროპული საქართველო" ამ კითხვით "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უკმაყოფილოა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, რომ "ძალა ერთობაშიამ" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახა გეწაძე დაასახელა.
"კახა გეწაძე არათუ პოლიტიკოსი არ არის, ის იყო ყველაზე ცუდი გამგებელი ზესტაფონის, მას იმ გადიდებულ ოლქში არც არავინ იცნობს და თუ იცნობს, ჯობია, არ იცნობდეს. ის ყოველთვის იყო საშოვარზე გამოსული და ასეთი ხალხი არათუ მაჟორიტარად უნდა დგებოდნენ, არამედ ნორმალური პარტიები უნდა ცდილობდნენ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არ მოიყვანონ,"- განაცხადა გიგი უგულავამ.