17 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"გიგი უგულავა ხან ერთი კაცის ხელის ბიჭია ხოლმე და ხან მეორე კაცის" - კახა გეწაძე ბრალდებებს პასუხობს

"ძალა ერთობაშიას" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა გეწაძე "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას ბრალდებებს პასუხობს.

კახა გეწაძე ფიქრობს, რომ გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს.

"ვფიქრობ, რომ ჩემმა გამოჩენამ ძალიან გაანერვიულა, რადგან მე პირადად ვფიქრობ, რომ ესენი ბატონი ბიძინას წისქვილზე ასხამენ წყალს ყოველთვის. ადამიანი, რომელიც 5 წელი ქალაქის მერი იყო და ვერ გაბედა ქალაქის ვერცერთ ოლქში დამდგარიყო მაჟორიტარობის კანდიდატად, იმას რა პასუხი უნდა გავცე. ამბობს, რომ გიორგი კაპანაძის ხელის ბიჭიაო. ხელის ბიჭის ხელის ბიჭი ზუსტად ეგ არის და ხან ერთი კაცის ხელის ბიჭია ხოლმე და ხან მეორე კაცის. დღეს მივიჩნევ, რომ ეგ ბიძინას ხელის ბიჭია," - განაცხადა კახა გეწაძემ. 

დღის ამბები