"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის გამარჯვება სურს გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
ხატია დეკანოიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი სტრატეგია გამარჯვებაა.
"კოალიციურ მთავრობაზე ჩვენ, ჯერ კიდევ საუბარი დავიწყეთ საპრეზიდენტო არჩევების პირველივე ტურში და ეს კამპანია იყო ის, რომ ალბათ, საქართველოში დემოკრატიის თვისობრივად სხვა ხარისხისთვის და ამ კონფიგურაციით იქნებოდა რაიმე სახის მნიშვნელოვანი შეთანხმება პარტიული. ეს ჩვენ მხოლოდ ახლა არ გვითქვამს, ამაზე ჩვენ მუდამ ვსაუბრობდით.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს თავისი პარტიის გამარჯვება, მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ რომ გვინდა ჩვენი პარტიის გამარჯვება, ამაში რაიმე არის ცუდი? ცალსახა პოზიცია ის არის, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია არის გამარჯვება. ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.