პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების ბრალია ის რაც ხდება, მისი თქმით "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს სწორი სამიზნე მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ნაცვლად ოპოზიციურ პარტიებს უმიზნებს.
გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველს უღალატა.
"ოპოზიციის საერთო ფრონტი კი არ უნდა მოარღვიო თუ შენ ხარ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა უნდა იყო გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, ხოლო ნაცმოძრაობის შემცირდა, იცით რატომ? იმიტომ რომ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელად ყველა ხედავს "ნაციონალურ მოძრაობას."
მე მივმართავ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს- თქვენ, რომ ავტომატურად 5 ნომერს ხაზავთ ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვთ.
როდესაც ამბობ, რომ ხარ მთავარი ოპოზიციური ძალა, შეგირცხვეს ცხვირი, როდესაც ოპოზიციასვე ესხმი თავს. გაასწორე სამიზნე. დამსხვრეული ოცნებების პარტიაა ამ ქვეყნის მთავარი მტერი და არა- ოპოზიციური პარტიები.
მე რომ კანდიდატი დამიყენეს ისნის რაიონში ეს არ იყო დარღვევა? მაგრამ მე გავატარე ეს ყველაფერი.
წყალსაც წაუღია, მანდატი მაშინ, როდესაც ხალხს შია და როდესაც თქვენი ამ უგუნურობით სარგებლობს ივანიშვილი. თქვენ ღალატობთ ამომრჩევლებს- ამ სიტყვით, ამ ვიწრო პარტიკულარულ ლიდერებს მივმართავ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.