17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში ბიზნესის ტოტალური კონტროლისა და სუსის ძალაუფლების მნიშვნელოვნად ზრდის საშიშროებაზე საუბრობენ

ბიზნესის ტოტალური კონტროლისა და სუსის ძალაუფლების მნიშვნელოვნად ზრდის საშიშროებაზე საუბრობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით რეალურ საფრთხეებს ისინი "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებში ხედავენ.

DRI-ში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის რისკების შესაძლებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და კანონმდებლებს მოუწოდებენ, კანონპროექტის აღნიშნული რედაქციით მიღებაზე უარი თქვან.

"შემოთავაზებული ცვლილებებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექნება ფაქტობრივად უკონტროლო წვდომა პარლამენტის, მაგალითად სასამართლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კერძო კომუნიკაციის კომპანიების ინფორმაციულ აქტივებზე და შესაბამისად საფრთხე იქმნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეიძლება ჰქონდეს წვდომა ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანების კერძო კონფიდენციალურ ინფორმაციაზე," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილე თამარ ხიდაშელი.

დღის ამბები