"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
კანდიდატებმა მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინეს.
"კიდევ ერთხელ აღვუთქვით მათ, რომ აუცილებლად ვიქნებით მათი იდეების, მოთხოვნების, გამოწვევების გამტარი, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე ქუთაისის მერიის და საკრებულოს დონეზე," - განაცხადა "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ.