17 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - "ქართული დასის" წევრები პატიმრების შეწყალებას მოითხოვენ

აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - "ქართული დასის" წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა პატიმრების შეწყალება მოითხოვეს. შეკრებილების თქმით, 4 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. 

"აქლემის ქურდები ცხოვრობენ კომფორტულად, აგრძელებენ წარმატებით ხაზინის და ხალხის ძარცვას და რბევას და ისინი ახლა ემზადებიან პარლამენტში შესასვლელად. ხოლო ნემსის ქურდები, მაგალითად ჯართის ქურდობაზე რამდენიმე ათასი არასრულწლოვანი იხდის სასჯელს და მათი საქმეების გადასინჯვა და მათ მიმართ მოწყალე თვალით გადმოხედვა ხელისუფლებას არ უნდა. ყველას ვისაც გაქვთ ეს მძაფრი განცდა უსამართლობის, მათ შორის ასევე პატიმართა მშობლებს, პატიმართა ოჯახის წევრებს, მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 4 ოქტომბერს, კვირას 18:00 საათზე ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. რეზიდენციასთან და გავაპროტესტოთ ქვეყანაში შექმნილი უსამართლობა," - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. 

დღის ამბები