17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"ოლიმპიური ვარსკვლავის" დაუმთავრებელ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრიდან დაიწყება - კახა კალაძე

"ოლიმპიური ვარსკვლავის" დაუმთავრებელი მშენებლობები დასრულდება - თბილისის მერიასა და სამშენებლო კომპანია "ნიუ დეველოპმენტს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაცია ცნობილი დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

"დავიწყეთ მუშაობა "ოლიმპიურ ვარსკვლავთან" დაკავშირებით და ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანია "ნიუ დეველოპმენთან", რომ ეს პრობლემაც მოგვარდეს. ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში, ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ. დასრულების ფაზაშია "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც. აქაც ძალიან დიდი პრობლემაა. დაახლოებით, 6 000-მდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე, ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ," - აღნიშნა თბილისის მერმა.

დღის ამბები