17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, საზოგადოებას ქვეყნის წარმატების დიდი მოლოდინი აქვს - კელი დეგნანი

საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საარჩევნო ტემპერატურის ზრდაა, თუმცა პოზიტიური მახასიათებლებიც შეინიშნება.

კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს საზოგადოებას, არჩევნებისადმი დიდი მოლოდინი აქვს და მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, სამართლიანად ჩატარდეს. 

"წინასაარჩევნო გარემოში დამახასიათებელია ტემპერატურის ზრდა, თუმცა პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ, არჩევნების შესახებ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერა. სასიამოვნოა, რომ ისინი, გარდა ხელის მოწერისა, პროცესებშიც არიან ჩართულები. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი. დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, ასევე ქვეყნის პროგრესზე, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის კუთხით. საქართველოს საზოგადოებას, ქვეყნის წარმატების დიდი მოლოდინი აქვს," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

დღის ამბები