17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
IRI საქართველოში წინასაარჩევნოდ 5 კაციან ტექნიკურ-ანალიტიკოსთა გუნდს გამოგზავნის

საქართველოში მოახლოებული არჩევნების ფონზე, საერთაშორისო დამკვირვებლები COVID-19-ის გამო, ამბობდნენ, რომ შესაძლოა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ ჩამოსულიყვნენ.

IRI იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში ისე ვერ მოახდინოს ოპერირება, როგორც აქამდე.

ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა კი დღეს განაცხადა, რომ საქართველოში კვირის ბოლოს 5 კაციანი ტექნიკური ჯგუფი ჩამოვა და ამ მცირე შემადგენლობიდან გამომდინარე საბოლოო ანგარიშის მომზადებისას, მოუწევთ საელჩოებისა თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დაკვირვების შედეგებიც გაითვალისწინონ. 

"IRI-ის გრძელვადიანი ტექნიკური მისია აქვს, რაც გულისხმობს 5 კაციან ტექნიკურ-ანალიტიკოსთა გუნდის გამოგზავნას და ასევე კოორდინატორს, რომელიც დააკვირდება კვლევას და საარჩევნო პროცესის მონიტორინგს აწარმოებს იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება პროცესები და პანდემიის პირობებში რამდენად უსაფრთხოდ ჩატარდება არჩევნები. ჩვენ ვთანამშრომლობთ შიდა სადამკვირვებლო ჯგუფთან,"- აცხადებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დიპირო.

დღის ამბები