2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისსა და რეგიონებში ბედს დამოუკიდებელად 11 კანდიდატი ცდის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში არიან როგორც ნაცნობი სახეები, ასევე პოლიტიკაში ახალბედები.
ძველებიც და ახლებიც საკუთარ შანსებში დარწმუნებულები არიან და ფიქრობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევანს მოსახლეობა მათზე შეაჩერებს.
"კურიერი" რამდენიმე მათგანს გაესაუბრა და მათი გეგმებით, მიზნებითა და ხედვებით დაინტერესდა.