17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
არ არის გამორიცხული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლების შეთანხმება შეცვალოს - დავით ზალკალიანი

არ არის გამორიცხული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებული ახალი კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე 2006-2007 წლების შეთანხმება შეიცვალოს.

დავით ზალკალიანმა განცხადება აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

მასალები ქართულმა მხარემ ოფიციალურ ბაქოს უკვე გადასცა. მინისტრი ამბობს, რომ შარშან იყო რამდენიმე ინცინდენტი დავით გარეჯში.

ახლა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში, რომლის შემადგენლობაც განახლებულია.

დავით ზალკალიანის განცხადებით, კომისიამ საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს. 

"ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს ამ საკითხზე"

პანდემიის გამო კომისიის შეხვედრები შეფერხდა, თუმცა, მისი მუშაობა არ შეჩერებულა. ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს ამ საკითხზე,"- განაცხადა ზალკალიანმა

დღის ამბები