"ევროპული საქართველოს ლიდერმა" დავით ბაქრაძემ სამტრედიის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძე წარუდგინა.
აკაკი ბობოხიძის განცხადებით, როგორც სამტრედიაში, ისე მთლიან საქართველოში, მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისია, მოქალაქეებს კი აქვთ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი.
"არ დავტოვებთ არცერთ ქალაქს და არცერთ უბანს ისე, რომ მოსახლეობას არ შევხვდეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა შევცვალოთ,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა რასაც გარდამტეხი ცვლილებები.