17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ანა დოლიძე არჩევნებზე საარჩევნო კაბინებში მობილურის შეტანის აკრძალვას ითხოვს

ანა დოლიძე ისევ ითხოვს, კენჭისყრის დღეს კაბინებში მობიილურის შეტანა აიკრძალოს. დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა. ის აცხადებს, რომ ასე უფრო დაცული იქნება ამომრჩეველი და გართულდება მათ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა.

"უნდა შეიქმნას მარტივი საშუალება თვითონ საარჩევნო უბანზე, რომ შეინახოს ადამიანმა ტელეფონი, რითაც ჩვენ შევქმნით პირობას, რომ ამომრჩეველს ექნება საშუალება, რომ უთხრას ვინც მას დაავალებს მოიტანოს სქრინი ბიულეტენის, უთხრას, რომ ტელეფონი არ არის დაშვებული, შესაბამისად ჩვენ გამოვათავისუფლებთ ამომრჩეველს, ძალიან ბევრ ადამიანს. ხელისუფლების ინტერესშია, რომ ეს საშუალება იყოს დატოვებული, სხვა შემთხვევაში მათ ნამდვილად გაუჭირდებათ ზუსტად იცოდნენ ვინ მისცა ხმა," - აცხადებს პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.

 

დღის ამბები