"ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.
როგორც ის აღნიშნავს, მთავრობას არ აქვს შესაბამისი ხედვა იმაზე, თუ როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, ამიტომ მან მმართველ გუნდს კვლავ წარუდგინა გეგმა, რომელიც ქვეყანას მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება.
"ლელომ" ხელისუფლებას შესთავაზა რამდენიმე ფორმულა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ქვეყანა იმ მდგომარეობაში არ იქნებოდა, რა მდგომარეობაშიც არის. ეს იყო, პირველ რიგში საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელიც გადაარჩენდა სამუშაო ადგილებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ ასევე მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ, რომ გაკეთებულიყო ლარის კურსის დერეფანი და კიდევ შევთავაზეთ COVID-ის მართვის მექანიზმი. არცერთი ეს ინიციატივა შესრულებული არ არის. ბიძინა ივანიშვილო, გამობრძანდით და დებატები დავიწყოთ,"- განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.