17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მიწისძვრით დაზარალებული ოჯახი მოინახულა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და ასევე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახიც მოინახულა და მათ პრობლემებს გაეცნო.

შალვა ნათელაშვილმა თბილისის მერიას არსებული პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა და გამარჯვების შემთხვევაში დაზარალებულს დახმარებას დაპირდა.

"ჩვენ ვნახეთ საშინელი ქაოსი - მიწისძვრით დაზარალებულს ჯერ მისცეს ბინა, მერე წაართვეს და უკან შემოაგდეს, სადაც პრაქტიკულად სასიკვდილო საფრთხე ემუქრება ადამიანებს. ჭერიან-იატაკიან-კედლებიანად ყველაფერი გადახსნილია.

პირველი სხდომა პარლამენტის და ახალი ბიუჯეტის დამტკიცება გამორჩეული იქნება იმით, რომ მიწისძვრით დაზარალებულები ნაძალადევში, ჩუღურეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ყველგან იქნებიან უსაფრთხოდ და უზრუნველყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მიწისძვრით დაზარალებული ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მერია ვალდებულია ისინი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოს.

დღის ამბები