რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობები - სახალხო დამცველის აპარატმა წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში არსებული გამოწვევები აისახა და რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებმა და მედიამ მიიღო.
"წინა ანგარიშებისაგნ განსხვავებით, პროგრესი არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ რომ წინგადადგმული ნაბიჯებია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თვალსაზრისით. ასევე პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართულებითაც. ძალიან დიდი მნიშვნელობაა აქვს, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის წინ როგორ შუქდება უმცირესობების საკითხები," - აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
USAID-ის დემოკრატიის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე კი აცხადებს, რომ გამოწვევები ისევე როგორც ამერიკაში, საქართველოშიც ბევრია.
"საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე ჩართული ყოფილიყო. ვფიქრობ საქართველოს კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია. გამოწვევები ისევე როგორც ამერიკაში, საქართველოშიც ბევრია. კარგი იქნება თუკი მსგავსი ფორმატით შეხვედრები კიდევ ჩატარდება," - აცხადებს USAID-ის დემოკრატიის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი.