ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამენტო ჯგუფმა კომუნიკე შეიმუშავა.
კახა კუჭავამ ბრიტანეთის პარლამენტში არსებული ამ ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანო-გლი-სთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მიმდინარე პროცესებში ბრიტანეთის პარლამენტის როლზე. პოზიტიურად შეფასდა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობა.
"ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რა მხრივადაც ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ფინანსური, ტექნიკური, რომ ვებრძოლოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულება, კიბერუსაფრთხოების მიმართულება მათ შორის. რა თქმა უნდა არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და საგანმანათლებლო. ამ მხრივადაც ჩვენ ასევე ვიცით, რომ ძალიან დიდი არის დიდი ბრიტანეთის დახმარება," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუჭავამ.