27 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გიგი წერეთელი წარადგინა  

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა. მათ ამომრჩევლებს პარტიის გეგმა გააცნეს.

"უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, გაზრდილი ფასები, კრიმინალი - ეს არის ყველაფერი ის, რაც დღეს ყველაზე მეტად სტკივა და აწუხებს თითოეულ ოჯახს საქართველოში და ეს არის ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, სამიზნე და ბრძოლის საგანი ამ არჩევნებზე. დიახ, ჩვენ გვინდა და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას", ოღონდ დავამარცხებთ იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად დავამარცხოთ სიღარიბე“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები