პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ, რომელიც დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარება მოითხოვა, "დღის კურიერის" ეთერში საკითხის გასაჯაროების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ეს არის მგრძნობიარე თემა და დემოკრატიულ საზოგადოებაში საკითხის დეტალების ცოდნა მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურად აუცილებელია.
"ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების დაცულობა, ეს საკითხი ეხება ყველა ტერიტორიას, რომელიც საქართველოს აქვს. თუ ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები ხელისუფლების უნართან დაკავშირებით, ერთ მიმართულებაში დაიცვას საზღვარი და დაიცვას სახელმწიფო ინტერესი, ბატონი დავით ზალკალიანის პოლიტიკას ვგულისხმობ, აპრიორი, ჩვენ გვაქვს ის შიში, რომ ხელისუფლება ვერ ან არ შეძლებს გადაწყვიტოს ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ დავით გარეჯთან მიმართებაში
რაც უფრო ნაკლებ ინფორმაციას გაავრცელებს ხელისუფლება, მით უფრო რჩება ადგილი კონსპირაციის თეორიისთვის და მოდი, პირიქით ვიფიქროთ - იქნებ ხელისუფლების ინტერესშია წაახალისოს ის ანტაგონისტური ჯგუფები, რომლებიც პერიოდულად, ხელისუფლებისთვის სასარგებლო პერიოდში გამოჩნდებიან ხოლმე დავით გარეჯთან მიმართებაში.
ერთი წლის წინ, როდესაც ამ დაძაბულობის მშვიდობიანი გადაწყვეტილების წინადადება, რომელიც დავდე მაგიდაზე იყო ერთობლივი მენეჯმენტის ქვეშ ამ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ, ეკოლოგიურ, ტურისტულ, ეკონომიკური ცენტრის მოხვედრა. მაგალითებიც და კვლევაც წარვადგინე. ჩვენს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს ინტერესი ამის კარგად მოგვარების, აყვებოდა ამ გეგმას და იტყოდა, მოდი განვიხილოთ ეს ერთად.
ჩვენ ვიცით, რომ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები, უამრავი ექსპერტია დავით გარეჯის თემაზე, მათ არ აქვთ უფლება იცოდნენ რას აკეთებს დემარკაციის კომისია? რა ტიპის მტკიცებულებებზეა საუბარი და რას ეყრდნობა ჩვენი ქვეყნის პოზიცია აზერბაიჯანთან მიმართებაში.
მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა ამ ჩაკეტილ მოლაპარაკებებს, საუბარია იმაზე, რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო, ეს არის მგრძნობიარე საკითხი, ამ სახელმწიფოს ჰყავს პარლამენტი და რაც უფრო ნაკლებ ინფორმაციას გაავრცელებს ხელისუფლება, მით უფრო ტოვებს კითხვის ნიშნების საშუალებებს,"-განაცხადა ანა დოლიძემ.