17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"ხვალ რომ აღმოჩნდეს, რომ მიყიდონ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს, მერე რას ვშვებით?" - გიორგი ვაშაძე მოლაპარაკებების საჯაროობას ითხოვს

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უნდობლობას უცხადებს.

ამის შესახებ ვაშაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.  ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი ხელისუფლებას აკრიტიკებს, დავით გარეჯია და ამბობს, რომ მთავრობას საზოგადოების ჩართულობის და საჯაროობის გარეშე მოლაპარაკებების წარმოების უფლება არ აქვს. 

"მტერი ენდო ამ საგარეო საქმეთა მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისიტროს, რომელიც მცოცავ ოკუპაციაზე არაფერს აკეთებს, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით ნაბიჯი არ გადაუდგამთ, გაქრა საერთოდ საერთაშორისო ასპარეზიდან. საერთოდ, ეკონომიკას შეხედეთ, ლარის კურსს შეხედეთ, ჩაფლავდა პრემიერ გახარია და ყველაფერში ჩაფლავდა აბსოლუტურად მთავრობა და როგორ შეიძლება ამ ხალხს ვენდოთ.

ხვალ რომ ისე აღმოჩნდეს, რომ მიყიდონ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს, მერე რას ვშვებით? უკაცრავად და, რა უფლება აქვთ, რომ საზოგადოების ჩართულობის და საჯაროობის გარეშე რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ? ძალიან კონკრეტულად, ანგარიში უნდა წარმოადგინონ, რა სტრატეგიით მიდიან, რა დასაბუთება აქვს, გამოვიდეს და დეტალურად თქვას და არა ის, რომ რაღაც დოკუმენტი მაქვს და ჯიბეში მიდევს და არ გეტყვით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

გიორგი ვაშაძე დავით გარეჯის საკითხთან საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ორ ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, ერთ-ერთის თანახმად, ამ თემაში "ძალა ერთობაშია", რომელიც დეოკუპაციაზე აქტიურად მუშაობს, ჩართული უნდა იყოს. 

"მე ვთქვი ორი ვარიანტი - ერთი ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკოსების მონაწილეობით, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური თემა და ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც დროებით არის ხელისუფლებაში, ნამდვილად არ განსაზღვრავს მათი გადაწყვეტილება, ეს საერთო კონსენსუსი უნდა იყოს და მეორე, ეს არის საზოგადოებრივი საბჭო, ის ადამიანები, ვისაც ეს მოეკითხება. მე მართლაც ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია, რომელიც დეოკუპაციაზე ძალიან აქტიურად მუშაობს, ჩართული უნდა იყოს ასეთ საკითხებში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები