Facebook-ი ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით წაშლილია რუსეთიდან მართული 200-ზე მეტი ფეისბუქ ანგარიში, 35 გვერდი, 18 ჯგუფი და ინსტაგრამის 34 გვერდი. ყალბი ანგარიშების სამიზნე ძირითადად სირია, უკრაინა, ასევე თურქეთი, საქართველო, სომხეთი, ბელარუსი და მოლდოვა იყო.
Facebook-ის ცნობით, გამოგონილი პირები თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ და ინფორმაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ავრცელებდნენ. Facebook-ი ყალბ ანგარიშებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან აკავშირებს.