"ქართული ოცნების" პარლამენტისა და საკრებულოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებსაც წელს პირველად ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განათლებაზე, ეკოლოგიაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სატრანსპორტო პოლიტიკასა და ქალაქის დაგეგმარებაზე ისაუბრეს.
"ეს ახალგაზრდები ხვალინდელი დღეები არიან. მათ უნდა გადაიბარონ ყველა ის სიკეთე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. შეხვედრამ ინტერაქტიულად ჩაიარა და ძალიან საინტერესო კითხვები იყო,"- აცხადებს პარლამენტის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ბექა ოდიშარია.
თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ლევან ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ეს ის მომავალი თაობა, რომელტა ჩართულობაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
"ამ ბავშვების ჩართულობა ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თაობა, რომლებმაც ყველაფერი ჩვენზე უკეთ უნდა გააკეთონ მომავალში,"- აღნიშნავს