"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან.
პარტიის ლიდერი ამჯერად რუსთავს ეწვია, სადაც მას მხარდამჭერები დახვდნენ. ერთიანი საქართველოს ლიდერმა რუსთაველებს ძლიერი ეკონომიკის ფარგლებში რეგიონების განვითარებს გეგმა, უფრო კონკრეტულად კი რუსთავის როგორც ინდუსტრიული პოტენციალის მქონე ქალაქის განვითარების შესახებ პარტიის ხედვები გააცნო.
"მე და ჩემი გუნდელები პარლამენტში ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყენაში საინვესტიციო კლიმატი შეიცვალოს და ისეთი ქალაქი, როგორიც რუსთავია, ფეხზე იდგეს,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.