"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ რეგიონის საკრებულოების წევრობის კანდიდატებიც დაასახელა. წარდგენილთა შორის ბოლო 3 ქალი კანდიდატი იყო, რომლებიც შალვა ნათელაშვილმა - "გემრიელ, ულამაზეს ბოლო ლუკმებად" მოიხსენია:
"გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად - ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს... მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას,"- განაცხადა ნათელაშვილმა.