17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
27 წლის წინ სოხუმი დაეცა, ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა აჩვენეს გმირობის უმაღლესი მაგალითი - ირაკლი სესიაშვილი

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, აფხაზებმა და ქართველებმა ერთ ქვეყანაში ერთად არ იცხოვრონ. სესიაშვილის თქმით, 27 წლის წინ ჩვენმა ახალგაზრდებმა გმირობის უმაღლესი მაგალითი აჩვენეს.

"27 წლის წინ სოხუმი დაეცა. ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა აჩვენეს გმირობის უმაღლესი მაგალითი და პირდაპირ გააზრებულად თავი შესწირეს სამშობლოს სიყვარულს, ქვეყნის დაცვას; თუნდაც იმას, რომ წარმოუდგენელია, აფხაზებმა და ქართველებმა ერთად არ იცხოვრონ ერთ ქვეყანაში," - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

დღის ამბები