საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმის დაცემის დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს.
"განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.
როგორც აფხაზებმა, ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას,"- განაცხადა პრეზიდენტმა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა.