17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
პარტია "ლელოს" წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს პარტია "ლელოს" წარმომადგენლებმა. "ლელოს" ლიდერები მემორიალთან მივიდნენ.

პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა ქართველის ვალია, ომში დაღუპულ გმირებს ღირსეული პატივი მივაგოთ. მათი თქმით, ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოცანაა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.

"დღევანდელ დღეს ჩვენ პირველ რიგში უნდა ვფიქრობდეთ იმაზე თუ როგორ მოვახდინოთ ამ პროცესის დაძვრა; ვგულისხმობ შერიგების პროცესის დაძვრას აფხაზებს, ჩვენს ძმებსა და ქართველებს შორის იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დღე აღარ იყოს ტრაგედიის დღე, არამედ ეს იყოს დღე, როდესაც ჩვენ ყველამ განვიცადეთ ისეთი რამ, რომელიც შემდგომ ჩანაცვლდა შერიგებით და ერთობის აღდგენით," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.

დღის ამბები