"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი დიღომში ამომრჩევლებს შეხვდა. მხარდამჭერებთან შეხვედრისას კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე, სტაბილურობისა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუსმინა.
"დღევანდელი შეხვედრა მხარდამჭერებთან იყო საკმაოდ გულთბილიც, საქმიანიც და ასე გაგრძელდება ვფიქრობ 1 თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დიდ არეალს მოვიცავთ. ადამიანებთან პირადი შეხვედრები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია," - განაცხადა გია ვოლსკიმ.