17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ პასუხობს გამოწვევებს, ის არ იღებს მონაწილეობას აღმშენებლობის პროცესში - გიორგი ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას, არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების შესახებ, ოპოზიციის სხვა წევრებიც ეთანხმებიან. 

"დღევანდელი ფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ პასუხობს გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ის არ იღებს მონაწილეობას აღმშენებლობის პროცესში და დემოკრატიული პრინციპების განვითარებაში, რაც მთავარი ფუნდამენტი უნდა იყოს. ამიტომ, ამ შინაარსით საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად არ უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული მაუწყებელი უნდა გამოვიდეს და საჯაროდ მოსთხოვოს ხელისუფლებას დებატებში მივიდეს მათთან. მაგრამ, მათ უნდათ უინტერესო გახადონ ეს პროცესი და დებატებისგან ფარსი შექმნან,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პირველ არხს, ბევრი ქონება აქვს და ეს ყველაფერი გასაყიდია. 

"საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ქონება, მათ შორის, აქტივი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია, თუნდაც შენობა თბილისის ცენტრში - ეს ყველაფერი გასაყიდია. ახალი შენობის აშენებას აპირებდნენ, რომლისთვისაც ვალი უნდა აეღოთ და შემდეგ ეს ფული ჩვენ გვეხადა. ამიტომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი შინაარსით ნონსენსია და გასაუქმებელია,"- აღნიშნავს პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებიდან "გირჩი" ზურაბ ჯაფარიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხის გაუქმების საკითხზე, ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმსჯელებს.

 

დღის ამბები