სამცხის ოლქში "ტრიბუნას" კანდიდატი, შესაძლოა, არჩევნებს გამოეთიშოს - ამის მიზეზი მის ბიოგრაფიაში ის დოკუმენტია, რომელიც შსს-ს მიერ ცესკოს გაეგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, გელა კვარაცხელია იარაღის უკანონო ტარებისთვის არის ნასამართლევი, რასაც სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი კატეგორიულად უარყოფს.
"ტრიბუნას" კანდიდატი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში არასასურველი პირების ჩამოშორება მსგავსი მეთოდებით ხდებოდა და მათ ბიოგრაფიაში სხვადასხვა მუხლებით ნასამართლეობას უწერდნენ.
პარტია "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებით "ქართული ოცნება" ვანო მერაბიშვილის დანაპირებს ასრულებს - მისი მტკიცებით, მერაბიშვილი კვარაცხელიას დაემუქრა, რომ მუშაობის საშუალებას არ მისცემდა.